აჯამეთი

აჯამეთი, სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის როდინაულის თემში (იმერეთის რეგიონი), იმერეთის დაბლობზე, მდ. ყვირილის მარცხ. ნაპირას. რკინიგზის სადგური. ზ. დ. 103 მ. ზესტაფონიდან 26 კმ. 296 მცხ. (1989).

ქალცედონის მოპოვება. აჯამეთის მემინდვრეობის საცდელი სადგური. ა. წყაროებში პირველად მოხსენიებული აქვს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს XI ს. II ნახევარში, როგორც სანადირო ადგილი. ვახუშტის ცნობით „აჯამეთს არს სანადირო მეფეთა, აღვსილი დიდმცირითა ნადირითა“.

თ. ბერაძე