აჯამეთის არხი, სარწყავი არხი ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეში (იმერეთის რეგიონი), იწყება სოფ. ქვედა საქარასთან, მდ. ყვირილის მარჯვ. ნაპირზე და მის პარალელურად მიემართება. სოფ. ახალ სვირთან აკვედუკით ყვირილის მარცხ. მხარეზე გადადის. მთავრდება ვარციხესთან. სიგრძე 30 კმ. არხში წყლის საშ. ხარჯი 3 მ³/წმ. საექსპლუატაციოდ გადაეცა 1950. რწყავს 3,5 ათ. ჰა ფართობს.
ი. აფხაზავა