აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი, მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქუთაისიდან 15 კმ-ზე.
დაარსდა 1935, ფართობი 4845 ჰა, შექმნილია აჯამეთისა (3742 ჰა, მდ. რიონის მარცხ. შენაკადებს – ყვირილასა და ხანისწყალს შორის) და ვარციხის (1103 ჰა, ხანისწყლის მარცხ. მხარეს) მასივებისაგან.
2007-იდან აჯამეთის აღკვეთილის სტატუსი მიენიჭა. ნაკრძალში შემონახულია კოლხური ტიპის იმერული მუხის რელიქტური ტყეები, ძელქვის წმინდა კორომები და ჰარტვისის მუხა. გვხვდება აგრეთვე იფანი, კავკასიური რცხილა, მინდვრის ნეკერჩხალი, პანტა, თამელი. ქვეტყეში უფრო ხშირია იელი და კუნელი, რ-ებიც ზოგან გაუვალ რაყას ქმნის.
ძუძუმწოვრებიდან ნაკრძალში გვხვდება შველი, მელა, თეთრყელა კვერნა, მაჩვი, კურდღელი, ციყვი. ფრინველებიდან საყურადრებოა ტყის ქათამი. ნაკრძალის მიზანია რელიქტური მცენარეების – იმერული მუხის, ჰარტვისის მუხის, ძელქვისა და სხვ. დაცვა.
კ. მამისაშვილი