აჯიბეგაშვილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე

აჯიბეგიშვილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (15. X. 1903, გორი, - 3. IX. 1986, თბილისი), კინოოპერატორი. საქართვ. კულტურის დამს. მუშაკი (1969).

1925-იდან მუშაობდა საქართვ. სახკინმრეწვის ლაბორატორიაში. 1930-იდან იღებდა დოკუმენტურ ფილმებს. მ. შ. აღსანიშნავია: „ხისმჭრელი იარაღების ატლასი“ (1933), „კავკასიონის ქედზე“ (1935), „ცეცხლოვანი კოლხეთი“ (1936), „ბორჯომი“ (1938), „საქართველოს პავილიონი“ (1940), „შავი ზღვის საგუშაგოებზე“ (1943), „შუქურები ალაზნის ველიდან“ (1961), « „შოთა რუსთაველი“ ატლანტიკაში» (1963), „ბორის პაიჭაძე“ (1972) და სხვ.

II მსოფლიო ომის პერიოდში გადაღებებს აწარმოებდა შავი ზღვისა და კავკასიის ფრონტის მოწინავე ხაზზე.

ა. გვენცაძე