აჯილაკი

აჯილაკი, აჯლა, მესხურ-ჯავახური დარბაზის ერთ-ერთ კუთხეში საქორწილოდ გამართული, ხალიჩებით დამშვენებული მაღალი ტახტი ნეფე-დედოფლისათვის. ნეფეს ნათლია (მეჯვარე) ეჯდა გვერდით, დედოფალს ‒ მდადე.

ლიტ.: მაკალათია ს., მესხეთ-ჯავახეთი, თბ., 1938; ჩიტაია გ., გლეხის სახლი ქვაბლიანის ხეობაში, «მიმომხილველი», 1926, [ტ.] 1; ჩიქოვანი თ., ამიერკავკასიის ხალხურ საცხოვრებელ ნაგებობათა ისტორიიდან, თბ., 1967.

ი. ჭყონია