აჯიღა

აჯიღა, ქალის წამოსასხამი ძვ. საქართველოში, ბამბის ქსოვილისაგან შეკერილი ოთხკუთხედი განიერი ჩადრისებრი მოსაბურავი;

ორ მხარეს სარტყელში ჩაკეცილი წამოსასხამით მანდილოსანი ისე იყო თავით ფეხებამდე დაფარული, რომ თვალებიღა უჩანდა (იხ. აგრეთვე ჩადრი).

ლიტ.: ჯავახიშვილიივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, [ტ.] 3–4, თბ., 1962.

ლ. მოლოდინი