აჰბიუქი

აჰბიუქი, მუსტიეური ხანის ღია ტიპის ნამოსახლარი-სახელოსნო სოხუმის ჩრდ-ით 6 კმ-ზე, იაშთხვის მთის ჩრდ. ფერდობსა და აჰბიუქის მთის სამხრ. ფერდობს შორის მოქცეულ ველზე.

შეისწავლა ს. ზამიატნინმა 1934–38 მასალა შეგროვებულია მიწის ზედაპირზე. ნუკლეუსები, ანატკეც-ლამელები და მათგან ნაკეთები იარაღი დამზადებულია დანიური იარუსის კაჟისაგან და დაფარულია ინტენს. მოთეთრო პატინით. ანატკეც-ლამელების დიდი უმრავლესობა ლევალუაზურია. იარაღიდან აღსანიშნავია ნუკლეუსებისაგან გაკეთებული საჩეხები, სახოკები, ლევალუაზური და მუსტიეური წვეტანები, ორმხრივ დამუშავებული იარაღის ნატეხები და ა. შ.

ლიტ.: Замятнин С. Н., Палеолит Абхазии, «Труды ин-та абхазской культуры», 1937, в. 10; მისივე, Очерки по палеолиту, М.-Л., 1961.

დ. თუშაბრამიშვილი