აჰმედ ჯავადი

აჰმედ ჯავადი (სრული სახელი ‒ ჯავად მამადალი-ოღლუ ახუნდზადე) (1892, სოფ. სეიფალი, ახლანდ. შამქორის რ-ნი, აზერბაიჯანი, ‒ 1937), აზერბაიჯანელი პოეტი.

ლექსების პირველი წიგნი გამოაქვეყნა 1913 წელს. ერთხანს საქართველოში ცხოვრობდა. ცოლად ჰყავდა ქართველი ქალი. 1936 იუსტ. აბულაძისა და ს. იორდანაშვილის კონსულტაციით თარგმნა ვეფხისტყაოსანი. ა. ჯ-ის მიერ თარგმნილი პოემა გამოირჩევა დედანთან სიახლოვითა და მაღალპოეტურობით. იმის გამო, რომ ა. ჯ. რეპრესირებულ იქნა, თარგმანი არ დაბეჭდილა.

პოემის ტექსტს მიაკვლია, დასაბეჭდად მოამზადა და წინასიტყვაობა დაურთო დ. ალიევამ. პირველად დაიბეჭდა ბაქოში 1978. თარგმნა აგრეთვე შექსპირის „ოტელო“, პუშკინის ლექსები და სხვ.

თხზ.: Шеирл∂р, Бакы, 1958.

გ. შაყულაშვილი