ბაგრატიშვილი გივი დავითის ძე

ბაგრატიშვილი გივი დავითის ძე (1. XI. 1928, თბილისი, – 7. XII. 1990, იქვე), ქიმიკოსი. ქიმ. მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი (1985). პ. მელიქიშვილის (1965) და დ. მენდელეევის (1981) სახ. პრემიების ლაურეატი, ნიუ-იორკის მეცნ. აკად. უცხოელი წევრი (1994, სიკვდილის შემდეგ).

დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1950). 1956–66 იყო საქართვ. მეცნ. აკად. პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმ. ინ-ტის უფროსი მეცნ. თანამშრომელი, 1966–74 – ნახევარგამტარული ხელსაწყოების ფიზ. ინ-ტის ლაბორ. გამგე. 1974–90 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. კიბერნ. ინ-ტში განყ-ბის გამგედ.

ბ-ის ძირითადი შრომები ეხება ნახევარგამტარებისა და დიელექტრული აფსკების გამყოფ საზღვარზე მიმდინარე ფიზ.-ქიმ. პროცესებს. დაამუშავა ახ. ტიპის დიელექტრული აფსკების მიღების ტექნოლოგია.