ბაგრატ III-ის მონეტა

ბაგრატ III-ის მონეტა, საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის ვერცხლის უნიკალური მონეტა (მასა – 1,78 გ, დიამ. – 23 მმ). აღმოჩენილია თბილისში 1863.

ავერსზე დამახინჯებული არაბული ზედწერილია: „არა არს ღმერთი გარდა ერთისა, არ ჰყავს მას თანაზიარი“; რევერსზე არაბულ წარწერას („მუჰამადი ღვთის მოციქულია“) ირგვლივ დაქარაგმებული ქართული ასომთავრული წარწერა შემოუყვება: „ქრისტე ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე“. მონეტა ინახება ერმიტაჟში (სანქტ-პეტერბურგი).

ლიტ.: П а х о м о в  Е. А., Монеты Грузии, Тб., 1970.

გ. დუნდუა