ბადაანის ცხრაკარა

ბადაანის ცხრაკარა, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, შუა საუკ. სასახლე თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ბადაანის განაპირას, მდ. ორხევის მარცხ. მხარეს, მაღალ მთაზე.

ცხრაკარას ამშენებელ ხუროთმოძღვარს ნაგებობისთვის ხელსაყრელი ადგილი შეურჩევია. სასახლიდან კარგად ჩანს ოთხივე მხარის დიდი ტერიტორია. ხელოვნური თხრილებით გარშემორტყმულ ბურჯებიან გალავანში მოქცეულია ნაგებობათა მთელი კომპლექსი: რიყისა და კლდის ქვით და დუღაბით ნაგები სასახლე (როგორც ჩანს, იგი სამსართულიანი იყო; პირველ სართულზე ბუხრების, თახჩებისა და თაღოვანი კარის ნაშთებია), ერთნავიანი ეკლესია და ამჟამად ნანგრევებად ქცეული სამეურნეო დანიშნულების სხვადასხვა ნაგებობა.

ლიტ.: ს ო ნ ღ უ ლ ა შ ვ ი ლ ი  ჯ., კიდევ ერთი ცხრაკარა ივრის ხეობაში, «ძეგლის მეგობარი», 1974, № 36; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2. თბ., 2004.