„ბადაგონი“

„ბადაგონი“ (სააქციო საზ-ბა), ღვინის კომპანია. დაფუძნდა 2003 სოფ. ზემო ხოდაშენში (ახმეტის მუნიციპალიტეტი). საქმიანობა დაიწყო 2006-იდან.

კომპანია აწარმოებს ორმოცამდე დასახელების წყნარ და ცქრიალა ღვინოებს, ჭაჭის არაყს. მის მფლობელობაშია 400 ჰა-ზე გაშენებული ვენახები კახეთის ყველა მიკროზონაში. „ბ“, ღვინის ნაწარმის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. პროდუქცია გადის მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში. მოპოვებული აქვს მრავალი ჯილდო საერთაშ. კონკურსებზე. გერმანიაში, ღვინის საერთაშ. კონკურსზე MUNDUS VINI კომპანია „ბ-ს“ საუკეთესო ქართ. ღვინის მწარმოებელი კომპანიის სტატუსი მიენიჭა.

მ. თოქმაზიშვილი