ბ, ქართული ანბანის მეორე ასო. მისი სახელია „ბანი“;
გრაფიკული სიმბოლო ბაგისმიერი (წყვილბაგისმიერი) ხშულმსკდომი მჟღერი თანხმოვნისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴁ, ნუსხურში ⴁ; ძვ. ქართ. სათვალავში აღნიშნავს ორს (2). მხედრული დამწერლობის ოთხხაზოვან სისტემაში მისი მოხაზულობა ზედა სამ ხაზში თავსდება.
ბ-ს გრაფ. განვითარება წარმოდგენილია V– XVII სს. ეპიგრაფიკული ძეგლების, ხელნაწერებისა და ისტ. საბუთების მიხედვით.