ბააზოვა სოფიო აბრამის ასული [25. XII. 1909 (7. I. 1910), ქ. ბელაიაცერკოვი, კიევის ოლქი], ნევროპათოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1960), პროფესორი (1965), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967).
1930 დაამთავრა კიევის სამედ. ინ-ტი. 1959 – 85 იყო ი. კონიაშვილის სახ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ნევროლოგიური განყ-ბის გამგე, 1985-იდან კონსულტანტია. დაამუშავა ჰემიპარეზების თბილისის თერმულ-გოგირდოვანი წყლის აბაზანებით მკურნალობისა და ცენტრ. ნერვული სისტემის დაავადებების ფიზიობალნეოლ. მკურნალობის მეთოდები. შეისწავლა კიბერნ. ანალიზის მნიშვნელობა პროგნოზისა და რეაბილიტაციისათვის ნერვული სისტემის დაავადებების საკურორტო ფაქტორებით მკურნალობის დროს.
თხზ.: К вопросу о соматотопической Функциональной локализации мозжечка, Тб., 1959; О диагностическом значении Функциональных изменений в мышцах при очаговом поражении в мозжечке, Тб., 1963.