ბაბალაშვილი ივანე პავლეს ძე

ბაბალაშვილი ივანე პავლეს ძე (2. XI. 1906, თბილისი, ‒ 2. X. 1983, იქვე), გენერალ-მაიორი (1945). ისტ. მეცნ. კანდიდატი (1969).

დაამთავრა ქართული გაერთ. სამხ. სკოლა (1925), მ. ფრუნზეს სახ. სამხ. აკადემია (დაუსწრებლად, 1941), გენ. შტაბის აკადემია (1948). 1939–41 ცხენოსანი დივიზიის უფროსი იყო.

II მსოფლიო ომის (1939‒45) დროს იბრძოდა ჩრდ. კავკასიაში, ყირიმში; ჯერ 47-ე არმიის არტილ. შტაბის უფროსი იყო, შემდეგ მეთაურობდა 414-ე, 392-ე ქართ. მსროლელ დივიზიებს.

1948–65 სამეთაურო თანამდებობები ეკავა საბჭ. კავშირის შეიარაღებულ ძალებში. 1957–58 თსუ-ის სამხ. კათედრის გამგე იყო, 1965-იდან თადარიგში გავიდა.

დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ტ. ჩინჩილაკაშვილი