გრიგოლი

გრიგოლი (ერისკაცობაში – გრიგოლ ბეჟანის ძე ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე), აფხაზეთის (დას. საქართველო) კათოლიკოს-პატრიარქი 1696–1742. აღადგინა საკათოლიკოსოს დაცემული მეურნეობა, დაიბრუნა ოდიშის, გურიის სამთავროებსა და რაჭის საერისთავოში ფეოდალებისაგან მიტაცებული ზოგიერთი საეკლ. მამული, საკათოლიკოსოს შემოსავლის გაზრდის მიზნით ადრე გაუქმებული ფულადი ბეგრის ნაცვლად სანთლის ბეგარა შემოიღო, ამითვე შეცვალა ნატურალური საკომლო ბეგრის ნაწილიც. გ. მონაწილეობდა იმერეთის სამეფოს პოლიტ. ცხოვრებაში, ეკავა ლეგიტიმისტური პოზიცია. მან პირობა დაადებინა იმერეთისა და ოდიშის თავადებს, რომ თავს არ დაზოგავდნენ თურქთაგან ქუთაისის ციხისა და იმერეთის გასათავისუფლებლად; გ. ენერგიულად იბრძოდა ტყვის სყიდვისა და მაჰმადიანობის გავრცელების წინააღმდეგ, დადიანს მღვდელმსახურების შეწყვეტით დაემუქრა, თუ იგი თავის სამფლობელოში ტყვის სყიდვას არ აკრძალავდა. გ. ცდილობდა აღედგინა, ქრისტიანობა კავკასიის მთიანეთის მოსახლეობაში. 157

ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე  ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII–XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31; მ ი ს ი ვ ე, ფეოდალური მეურნეობის ორგანიზაციის ისტორიიდან გვიანფეოდალურ საქართველოში, იქვე, 1954, ნაკვ. 30.

ბ. ლომინაძე

 

 

=