ბაბეზია

ბაბეზია (Babesia), პიროპლაზმა (Piroplazma), უმარტივეს ცხოველთა გვარი სარკოდინების კლასისა.

მსხვ. რქ. საქონლის, ცხვრის, თხის, ღორის, ცხენის, ძაღლის და სხვათა სისხლის პარაზიტებია. იწვევენ მძიმე დაავადებას ‒ ბაბეზიოზს. გადამტანია ტკიპები, რ-თა ნაწლავის სანათურსა ან უჯრედებში ბ. სქესობრივად მრავლდება. სისხლის წოვის დროს ტკიპა ნერწყვთან ერთად ცხოველის სისხლში უშვებს ბ-ებს, რ-ებიც ერითროციტებში აღწევენ.

საქართველოში გვხვდება ბ-ის რამდენიმე სახეობა: რქოსანი საქონლის პიროპლაზმა (Piroplasma bigeminum), ღორის პიროპლაზმა (P. suis), ცხენის პიროპლაზმა (P. caballis), ძაღლის პიროპლაზმა (P. canis) და სხვ.