ბაბექის აჯანყება, დიდი სახალხო ანტიფეოდალური და ანტიარაბული აჯანყება აზერბაიჯანსა და დას. ირანში 816–837 ბაბექის წინამძღოლობით.
819–827 აჯანყებულებმა დაამარცხეს არაბთა 6 ლაშქარი. მტრის გარნიზონების განდევნის შემდეგ ისინი დაეუფლნენ მთელ აზერბაიჯანს და ირანის ზოგიერთ პროვინციას. აჯანყებამ სომხ. და საქართვ. ზოგიერთი რაიონიც, კერძოდ ჰერეთი მოიცვა. ჰერეთის მთავარი საჰლ იბნ სუმბატი ერთხანს ბ. ა-ს ემხრობოდა, მაგრამ შემდეგ განუდგა მას. 833 ბიზანტიასთან დაზავების შემდეგ ხალიფა მუთასიმმა (833–842) მთელი ძალები აჯანყებულთა წინააღმდეგ მიმართა.
834 ქ. ჰამადანთან აჯანყებულებმა მძიმე დამარცხება განიცადეს. ბაბექმა ბიზანტ. იმპერატორს არაბების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა. 837 ბიზანტ. ლაშქარი შეება არაბებს, მაგრამ აჯანყებულთა მდგომარეობა ამით არ შემსუბუქებულა. მძიმე ბრძოლის შემდეგ, 837 შემოდგომაზე არაბებმა მთ. ციტადელი ბაძი აიღეს. მიუხედავად დამარცხებისა, ბ. ა-მ დაასუსტა სახალიფო და დააჩქარა მისი დაშლა.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; История Азербайджана, Баку, 1958; Я м п о л ь с к и й З. Н., Восстание Бабека Баку, 1941.