ბაბი, სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოლითის თემში (იმერეთის რეგიონი), მესხეთის ქედის ჩრდ. მთისწინეთში, მდ. ჩხერიმელის (ძირულის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 520 მ, ხარაგაულიდან 16 კმ, მოლითიდან (უხლოესი რკინიგზის სადგ.) 3 კმ. 140 მცხ. 2014.
ბ. მოხსენიებულია იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის 1658–60 წწ. სიგელში.
თ. ბერაძე