ბაბილი

ბაბილი, სოფელი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ლექსურის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი), სვანეთის ქედის განშტოების (მდ-ების ლონაურისა და ჩოლურის წყალგამყოფი) სამხრ. კალთაზე, მდ. ცხენისწყლის მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 800 მ, ლენტეხიდან 3 კმ. 354 მცხ. (1989).