ბაბილოძე გრიგოლ ალექსის ძე (8. IV. 1908, სოფ. თხინვალი, ოზურგეთის მაზრა, ‒ 15. VI. 1981, ბათუმი), პედაგოგი, საზ. მოღვაწე. პედ. მეცნ. კანდიდატი (1958).
დაამთავრა თსუ-ის პედ. ფაკ-ტი, ეწეოდა პედ. საქმიანობას აჭარაში. სხვადასხვა დროს იყო სკოლის დირექტორი, განათლების განყ-ბის გამგე, სამასწავლებლო ინ-ტის ლექტორი, ბათუმის სახელმწ. პედ. ინ-ტის პედაგოგიკა-ფსიქოლ. კათედრის გამგე (1962–74). ხელმძღვანელობდა საქართვ. პედ. საზ-ბის აჭარის განყ-ბას. მნიშვნელოვანი ნაშრომები შექმნა აჭარის სახ. განათლების ისტ. დარგში.
თხზ.: სახალხო განათლება აჭარის ასს რესპუბლიკაში, ბათ., 1958; აჭარის სახალხო განათლებისა და საზოგადო მოღვაწეთა პედაგოგიური შეხედულებანი, ბათ., 1972; ნარკვევები განათლებისა და კულტურის ისტორიიდან აჭარაში, ბათ., 1975; განათლების აღმავლობა აჭარაში, ბათ., 1979.
ლიტ.: ბ ი ბ ი ლ ე ი შ ვ ი ლ ი ი., მ ე ს ხ ი ა ე., გრიგოლ ბაბილოძე (ბიოგრაფიული ნარკვევი), ბათ., 1984.
დ. გურგენიძე