ბადრიშვილი გივი გიორგის ძე

ბადრიშვილი გივი გიორგის ძე (12. IX. 1934, თბილისი – 3. V.2016, იქვე), აგრონომი. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1986), საქართვ. სოფ. მეურნ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1992). გ. ბადრიშვილის შვილი.

1959 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მევენახეობის, მეხილეობისა და მებოსტნეობის ფაკ-ტი. 1968–73 სოფ. სკრის მეხილეობის საცდელი სადგურის დირექტორი. 1976–82 საქართვ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში. 1982–88 სოფ. გალავნის ექსპერ. მევენახეობა-მებაღეობის მეურნ., ხოლო 1989–91 სოფ. წინამძღვრიანთკარის ი. წინამძღვრიშვილის სახ. სას.-სამ. ტექნიკუმის დირექტორი. 1992-იდან საქართვ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის განყ-ბის გამგე.

ბ-მა დაამუშავა ხეხილის ნერგის წარმოების ინტენს. ტექნოლოგია, რ-იც გამოირჩევა ორიგინალურობით და გულისხმობს ღია გრუნტში ხეხილის ნამყენი ნერგის გამოყვანას. ავტორია გამოგონებისა და მინიჭებული აქვს საქართვ. დამს. რაციონალიზატორის საპატიო წოდება.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Научные основы производства саженцев плодовых культур. Тб., 1993.