ბადრიშვილი გიორგი მიხეილის ძე

ბადრიშვილი გიორგი მიხეილის ძე [2 (15). VIII. 1906, სოფ. ფცა. ახლანდ. ქარელის მუნიციპ-ი – 17. IV. 1989, თბილისი], აგრონომ - მემცენარე. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1960), პროფესორი (1961), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967).

1930 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი. 1950–74 საქართვ. სოფ. მეურნ. სამინისტროს მეცნ. პროპაგანდისა და სას.-სამ. განათლების მთავარი სამმართველოს უფროსი. 1974-იდან საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მემცენარეობის კათედრის გამგე, 1987-იდან – ამავე კათედრის კონსულტანტი.

ბ-მა შეისწავლა კარტოფილისა და ძირხვენების აგროტექ. საკითხები საქართვ. პირობებში.

ბ. იყო საქართვ. სოფ. მეურნ. სამეცნ.-ტექ. საზ-ბის გამგეობის თავ-რე.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.