ბადრიჯანი

ბადრიჯანი (Solanum melongena), მრავალწლოვანი მცენარე ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. მისი სამშობლოა აღმ. ინდოეთი. სითბოს (20–30°C) და ტენის მოყვარული მცენარეა.

ი. ჯავახიშვილის ცნობით, საქართველოში ბ. ცნობილი ყოფილა XII ს-მდე.

ნაყოფი შეიცავს (%-ობით): 7,1–11 მშრალ ნივთიერებას, 2,7–4 შაქარს, 0,6–1,4 ცილას, 0,1–0,4 ცხიმს, აგრეთვე კალციუმს, ფოსფორს, რკინას და სხვ. ბ-ს იყენებენ საკონსერვო წარმოებასა და კულინარიაში. ადგილ. ჯიშებია: გარდაბნული, ბულგარული 014, შავგვრემანი. მოსავლიანობა 15–30 ტ/ჰა.

სუბტროპ. და ზომიერი ჰავის ქვეყნებში ბ. მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი კულტურა.

გ. კვაჭაძე