ბავიუ, მდინარე დასავლეთ საქართველოში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. ბზიფის მარჯვ. შენაკადი, სიგრძე 30,3 კმ, აუზის ფართ. 197,4 კმ². სათავე აქვს აფხაზეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე, მთელ სიგრძეზე მიედინება ვიწრო ხეობაში, რ-იც ფსხუს ქვაბულში ფართოვდება.
ბ-ს მთავარი შენაკადია ბაული. საშ. მრავალწლ. ხარჯი 13,4 მ³/წმ.