ბავშვთა სურათების გალერეა ე. ახვლედიანის სახელობისა, ჩამოყალიბდა 1969 თბილისში საქართვ. განათლების სამინისტროს ესთეტ. აღზრდის რესპ. სამეცნ.-მეთოდ. კაბინეტის ბაზაზე, როგორც ბავშვთა ხელოვნ. მუზეუმი.
1970 მოეწყო პირველი ექსპოზიცია, რ-იც მიეძღვნა ბავშვთა დაცვის საერთაშ. დღეს. წარმოდგენილი იყო მუზეუმში დაცული საქართვ., ესტ. და უნგრ. ბავშვთა სახვითი ხელოვნ. ათასამდე ექსპონატი. 1973 გადაკეთდა ბავშვთა სურათების მუდმივმოქმედ გალერეად (საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის ზედა სართული). 1981 ბ. ს. გ-ს გადაეცა საგანგებო შენობა ძვ. თბილ. განახლებულ უბანში (შავთელისა და ბარათაშვილის ქუჩების გასაყარზე). 1983 მას მიენიჭა საქართვ. სახ. მხატვრის ელენე ახვლედიანის სახელი. 1992-იდან ბ. ს. გ-ში ფუნქციონირებს 3 განყ-ბა: საფონდო-საგამოფენო, სასწ.-მეთოდ., საორგანიზაციო-ინფორმაციული. ბ. ს. გ-ის საგამოფენო მუშაობაში მთავარი ადგილი უჭირავს ქართვ. ბავშვთა ნახატების „ოქროს ფონდის“ ტრად. გამოფენებს (ყოვლწლიურად ტარდება რამდენიმე გამოფენა) და კონკურსს, რ-შიც საზღვარგარეთის ქვეყნების ნორჩი მხატვრებიც მონაწილეობენ.
მუზეუმში დაცულია 20 ათ-მდე ექსპონატი (გრაფიკა, ფერწერა, ქანდაკება, კერამიკა, ნაქსოვი, ნაქარგი, ლითონისა და ხის მხატვრული ნაკეთობები). ბ. ს. გ-ში მუშაობს სამხატვრო სტუდია. ბ. ს. გ-თვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმიანობაა ინკლიზიურ, (ლტოლვილ, ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებთან მუშაობა. ბ. ს. გ. სისტემატურად მონაწილეობდა საზღვარგარეთ გამართულ საქართვ. კულტ. დღეებში. ბ. ს. გ-მ გამოსცა ბავშვთა ნახატების რეპროდუქციების ალბომი „ბავშვთა სამყარო“.
ა. კუხიანიძე