ბაზი

ბაზი (სპარს. ბაზ – მიმინო, ქორი), მონადირე დამჭერ ფრინველთა ზოგადი სახელი. განეკუთვნება მთის არწივი, სონღული, გავაზი, შავარდენი, ქორი, მიმინო. ბ-ით ნადირობა ძველთაგანვე იყო გავრცელებული საქართველოში. ქორით ნადირობენ ხოხობსა და ტყისქათამზე, მიმინოთი – მწყერზე, ღალღასა და წყლის ფრინველებზე.

ქ. ოზურგეთში სექტ-ში დაწესებულია ბაზიერის დღე.

1969-იდან საქართველოში ყოველწლიურად ტარდება გამოფენა-შეჯიბრება, სადაც შეფასება ეძლევა ბ-ის გარეგნობასა და გაწვრთნილობას.