ბაზელი აბრამ შალვას ძე (დ. 22. IX. 1948, თბილისი), საქართველოს დამსახურებული მოდელიორ-დიზაინერი (1998), ქველმოქმედი.
1990 დაამთავრა კულტ. ინ-ტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკ-ტი, 2002 – თბილ. სოც.-ეკონ. ინ-ტის ეკონ. ფაკ-ტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა №6 სამკერვალო ფ-კაში, „თბილინდკერვის“ სამკერვალო ატელიების გაერთიანებაში საწარმოს ხელმძღვანელად. განაგებდა თავისივე ჩამოყალიბებულ ატელიე „მედეას“, იყო ს.-ს. ორბელიანის სახ. თბილ. სახელმწ. პედ. უნ-ტის სახვითი ხელოვნების კათედრის დოცენტი, თბილ. მსუბუქი მრეწვ. კოლეჯის დირექტორი. დააფუძნა მანეკენთა მოსამზადებელი სტუდია (1995) და მოდების სახლი „ბაზელის სტილი“ (1997), ხოლო 2000 – საქართვ, მოდელიორ-დიზაინერთა ფედერაცია (ფედერაციის პრეზიდენტი). 1998 აირჩიეს საქართვ. პედ. მეცნ. აკად. მრჩევლად, 2000 – ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. პედ. უნ-ტის პროფესორად, 2001 – ადამიანის უფლებათა დაცვისა დ პატიმართა სოც. უზრუნველყოფის საერთაშ. ორგანიზაციის საპატიო წევრად – აკადემიკოსად.
ბ-ს სხვადასხვა თემაზე შექმნილი აქვს მრავალი კოლექცია. გამართა მრავალი საგამოფენო და სახალხო ჩვენება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ (მოსკოვი, დონეცკი, მინსკი და სხვ.). 2002 გახდა ქ. მინსკის მაღალი მოდის III საერთაშ. ეროვნ. ტანსაცმლის კონკურს-ფესტივალის ლაურეატი და გრან-პრი „ნიკეს“ მფლობელი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ.შ. ღირსების ორდენი (1998). 2004 აშშ-ის, საფრანგეთისა და საქართვ. ნაციონალური შოუ ინდუსტრიის ასოციაციამ მიანიჭა ქართული მოდის პატრიარქის წოდება.