ბაბოთი, სოფელი ვანის მუნიციპალიტეტის ფერეთის თემში(იმერეთის რეგიონი), იმერეთის სამხრ. მთისწინეთში, მდ. ფერეთის (რიონის სისტემა) ზემო აუზში. ზ. დ. 440 მ, ვანიდან 21 კმ, რიონიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 28 კმ.
2014 აღწერით მუდმივი მოსახლეობა არ არის.
ბ. მოხსენიებული აქვს გერმ. მოგზაურს ი. გიულდენშტედტს (XVIII ს.).