ბაბუნაშვილი ელენე აკაკის ასული ( 3. XII. 1925, თბილისი, ‒21.I. 2013, იქვე), ენათმეცნიერი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1974).
1949 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. 1952-იდან მუშაობდა ამავე ფაკ-ტის ახ. ქართ. ენის კათედრაზე, 1984-იდან კათედრის გამგე და საქართვ. მინისტრთა კაბინეტთან არსებული თანამედროვე ქართ. სალიტ. ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწ. კომისიის წევრი იყო. იკვლევდა ქართ. ენის ისტორიის, ქართ.-სომხ. ენობრივი ურთიერთობის, ქართ. გრამატ. აზროვნების ისტ. საკითხებს; შედგენილი აქვს სახელმძღვანელოები ქართ. ენის შემსწავლელ უცხოელთათვის.
თხზ.: ანტონ პირველი და ქართული გრამატიკის საკითხები, თბ., 1970; ქართული ენის თვითმასწავლებელი, თბ., 1974 (თანაავტ. ნ. ნადარეიშვილი); ქართულ-რუსულ-გერმანული სასაუბრო, თბ., 1987 (თანაავტ.: ნ. ნადარეიშვილი, ჰ. ფენრიხი).
მ. მაჭავარიანი