ბაბუციძე ნუგზარ ილიას ძე

ბაბუციძე ნუგზარ ილიას ძე (დ. 24. X. 1954, ქ. ცხინვალი), გენერალ-მაიორი (1997).

დაამთავრა სპი-ის სამშენებლო ფაკ-ტი (1976). 1984-85 იყო კომპარტიის ზნაურის (ახლანდ. დაბა ყორნისი) რაიკომის მეორე მდივანი. 1985-90 გლდანის რ-ნის უშიშროების განყ-ბის უფროსის მოადგილე, 1992-93 დაზვერვის სამმართველოს მოქმედი რეზერვის განყ-ბის უფროსის მოადგილე, 1993-94 დაზვერვის სამმართველოს საინფორმაციო ანალიტიკური განყ-ბის უფროსი.

1996 მიენიჭა სახელმწ. უშიშროების საპატიო თანამშრომლის წოდება. 1994-96 იყო სამთავრობო დაცვის სამსახურის აპარატის უფროსი. 1996-97 საქართვ. ეროვნ. უშიშროების საბჭოს აპარატის უშიშროების საკითხთა სამსახურის უფროსი. 1997-2001 საქართვ. უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე.

ლ. დოლიძე