ბაბუშარა, სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), კოდორის დელტაში, მდ. პატარა კოდორის მარჯვ. ნაპირზე, შავი ზღვის ნაპირას.
თემის ცენტრი (სოფლები: ბ., ვარჩა, ოჯიბინა, ყორასი). ზ. დ. 20 მ, გულრიფშიდან 14 კმ. რკინიგზის სადგური, სოხუმის აეროდრომი.
გვიანდ. შუა საუკ. კოშკი წყაბასი.
ბ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.