ბაგა

ბაგა, საკვების ჩასაყრელი (ფიცრული ან წნული) საქონლის საზამთრო სადგომში.

მთიულეთში სანაყრეს უწოდებენ, იმერეთში ‒ საპირეს, გურიაში ‒ პირის ბაგას. გამართულია კედლის გაყოლებით, ძირს ფიცარი აქვს დაგებული. ბ-ზე დაბმულ პირუტყვს თავ-თავისი ადგილი აქვს მიჩენილი, რაც ხელს უწყობს საკვების რაციონალურად გამოყენებას.