ბაგრატ I, აფხაზთა მეფე (886–893), მეფე დემეტრე II-ის ძე.
გიორგი I აღწეფელის სიკვდილის შემდეგ ბ. I-ის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს მეფის ქვრივმა და მთავარმა იოანე შავლიანმა. მემატიანის ცნობით, ბ. I ზღვაში გადააგდეს, მაგრამ გადარჩა და კონსტანტინოპოლს იმპერატორის კარზე შეაფარა თავი. ბიზანტ. კეისრის დახმარებით იგი დას. საქართველოში დაბრუნდა, მოკლა მეფე ადარნასე, ძე იოანე შავლიანისა, ტახტი დაიკავა და ადარნასეს ქვრივი (გვარამ მამფლის ასული) შეირთო ცოლად. შემდეგ ბიზანტიიდან დააბრუნა ცოლისძმა ნასრა გვარამის ძე და მას დინასტიურ ბრძოლაში ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა (გურგენ და ადარნასე დავითის ძეების) წინააღმდეგ თავისი ლაშქარი მიაშველა. ბ. I-ის ეს ღონისძიება, რ-იც მიზნად ისახავდა დაებრუნებინა ნასრასთვის თავისი მამის გვარამ მამფლის სამფლობელო, უშედეგოდ დამთავრდა.
წყარო: იხ. სტ-თან ბაგრატ I კურაპალატი.
ა. ბოგვერაძე