ბალამწარა

ბალამწარა (Cerasus silvestris), ხე ვარდისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 23–25 მ-ს აღწევს. აქვს მოშავო, სიგრძეზე დახეთქილი ქერქი, მოგრძო კვერცხისებრი ან ელიფსური ფოთლები. თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები შეკრებილია მრავალყვავილიან ქოლგა ყვავილებად; ნაყოფი სფეროსებრია, მუქი წითელი ან შავი, იშვიათად მოყვითალო, მწარე ან მოტკბო გემო აქვს.

ბ. იზრდება მთელ საქართველოში (ფოთლოვან ტყეებში), აგრეთვე კავკ. ყველა რ-ნში, ყირიმში, შუა ევრ. ქვეყნებში, ბალკ. ნ.-კ-ზე, მცირე აზიასა და ირანში. ბ-ს მერქანს ხმარობენ სადურგლო და სახარატო საქმეში. თაფლოვანი მცენარეა.

ლ. ხინთიბიძე