ბალანთა

ბალანთა, სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), ჯავახეთის ზეგანზე, ტაბაწყურის ტბის სამხრ.-დას-ით, მდ. ბარალეთისწყლის (ფარავნის მარჯვ. შენაკადი) აუზში. თემის ცენტრი (სოფლები: ბ., ჭიხარულა). ზ. დ. 1840 მ, ბორჯომიდან 68 კმ. 155 მცხ. (2014).