ბალანჩივაძე რევაზ გედევანის ძე (დ. 7. XI. 1938, ქუთაისი), ფილოსოფოსი., ფილოს. მეცნ. დოქტორი (1982), პროფესორი (1987), დაამთავრა ქუთ. პედ. ინ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი (1960). საქართვ. მეცნ. აკად. დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტის უმცროსი მეცნ. თანამშრომელი (1961–62), საქართვ. მეცნ. აკად. ფილოს. ინ-ტის მეცნ. თანამშრომელი (1962–76), საქ. კპ ცკ-თან არსებული პარტიის ისტ. ინ-ტის მეცნ. კომუნიზმის განყ-ბის გამგე (1976–82), გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორი (1982–84), საქ. კპ ცკ-ის თანამშრომელი (1984–86), საქართვ. რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. და კინოხელოვნების ინ-ტის ფილოს. კათედრის გამგე (1986-იდან).
მოღვაწეობის ძირთადი სფეროები: ფილოს. ანთროპოლოგია, ეთიკა, კულტუროლოგია.
თხზ.: ბურჟუაზიული ფსიქოლოგიის ფილოსოფიური საფუძვლების კრიტიკისათვის, თბ., 1965 (თანაავტ. გ. ცინცაძე); ადამიანი, თავისუფლება, პასუხისმგებლობა, თბ., 1976; ადამიანი და ტრადიცია, თბ., 1977; ადამიანის ფილოსოფიური კონცეფცია ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში, თბ., 1977; უფლება-თავისუფლებათა და მოვალეობათა დიალექტიკა, თბ., 1980; ზნეობრივი აღზრდის ამოცანები თანამედროვე ეტაპზე, თბ., 1980.