ბალენდუხტი (გ. 455), ქართლის დედოფალი, ვახტანგ I გორგასლის პირველი ცოლი. ბ. ირანის შაჰის (სავარაუდებელია იეზდიგერდ II-ის, 439–457) ასული იყო. ჯუანშერის ცნობით, ბ-გან შეეძინა ვახტანგს დაჩი და მისი ტყუპისცალი და, თვით ბ. კი მშობიარობას გადაჰყვა.
წყარო: ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ლიტ.: გ ო ი ლ ა ძ ე ვ., ვახტანგ გორგასალის ოჯახური ქრონოლოგია, «მნათობი», 1985, № 4.
ვ. გოილაძე