ბალის ქედი, ქედი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. განშტოების, უშბის მასივის სამხრ. დადაბლებული ნაწილი, მდ-ების დოლრისა და ენგურ–მესტიაჭალის აუზების წყალგამყოფი. სიგრძე დაახლ. 6–7 კმ.
აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. დაფარულია ტყით და დოლრის მეოთხეული მყინვარის მორენებით. ისტ. საზღვარი ბალსქვემო ანუ სადადეშქელიანო სვანეთი|სადადეშქელიანო სვანეთსა და ბალსზემო, ანუ „თავისუფალ სვანეთს“ შორის. შუა ნაწილში აღმართულია ზ. დ. 2529 მ სიმაღლის უსახელო მწვერვალი.
ლ. მარუაშვილი