ბალკანურ-კავკასიური რასა, ბალკანეთის ნ.-კ-ზე, კავკასიასა და დას. ირანში გავრცელებული ანთროპოლოგიური ტიპების ჯგუფი; ახასიათებს მუქი ფერის თმა, მუქი ან შერეული ფერის თვალები, გამოდრეკილი ცხვირის ზურგი, ძლიერ განვითარებული თმოვანი საფარველი, დაბალი და ძალიან ფართო სახე, ბრაქიკეფალია და საშ. სიმაღლის ტანი. ანთროპოლ. ტიპების ჩამოყალიბების თვალსაზრისით უფრო გამართლებულია აღნიშნულ ტერიტორიაზე ხმელთაშუაზღვურ-ბალკანური და წინააზიური ტიპების გამოყოფა, რასაც ქართვ. ანთროპოლოგების მიერ კავკასიასა და ინდოეთში ჩატარებული უახლესი გამოკვლევებიც ადასტურებს.
ლიტ.: A b d u s h e l i s h v i l i M. G., The formation and the overspreading of the European („Caucasian“) rece: main subdivisions in the light of the recent Anthropological data from the Caucasus, Middle Asia, Afghanistan and India, - 50 Congresso da Sociedade Europeia de Antropologia, vol. 1, Lisboa, 1988, p. 151–160.
მ. აბდუშელიშვილი