ბალტრუშაიტისი იურგის

ბალტრუშაიტისი იურგის (7. V. 1903, მოსკოვი, – 25. I. 1988, პარიზი), ფრანგი ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნების ისტორიკოსი, წარმოშობით ლიტველი, მოღვაწეობდა შვეიცარიაში.

გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები, რ-ებშიც განიხილავს საქართვ. და ამიერკავკ. ხალხთა ხუროთმოძღვრულ ტრადიციებს. პარიზში გამოაქვეყნა მონოგრაფია სამნავიანი ბაზილიკური შენობების შესახებ აღმოსავლურ და დასავლურ ხუროთმოძღვრებაში, სადაც დიდი ადგილი დაუთმო ქართ. სამეკლესიიან ბაზილიკებს. ბ. აღწერს ამ ტიპის მრავალ ძეგლს და მიმოიხილავს მათი განვითარების ისტორიას.

თხზ.: Études sur l’art Médiéval en Géorgie et en Arménie, P., 1929; L’église cloisonné en Orient et en Occident, P., 1941.