ბალუაშვილი ლავრენტი იოსების ძე

ბალუაშვილი ლავრენტი იოსების ძე (6. II. 1868 – .... ), გენერალი (1919). დაამთავრა თბილ. სას. სემინარია. სამხედრო განათლება მიიღო თბილ. ქვეით იუნკერთა სასწავლებელში.

მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–18). 1915 მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1917 დაინიშნა გრენადერთა 22-ე პოლკის უფროსად. 1918–19 მსახურობდა ქართულ ჯარში. დაჯილდოებულია წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

ლიტ.: გ ო გ ი ტ ი ძ ე  მ., ბ ე ჟ ი ტ ა შ ვ ი ლ ი  გ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015.

მ. ბახტაძე