ბათარია

ბათარია, სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი), ოდიშის დაბლობზე, მდ. ცივის მარჯვ. ნაპირას, სენაკ-ხობის სარკინიგზო ხაზზე. მენჯის თემის ცენტრი (სოფლები: ბ., პერტული, საგაბესკირიო, საწულეისკირიო, სახარბედიო, სკურია). ზ. დ. 22 მ, სენაკიდან 4 კმ. 467 მცხ. (2014).