დიპლომატიური რანგები და დიპლომატიურ წარმომადგენელთა კლასები, დ ი პ ლ ო მ ა ტ ი უ რ ი რ ა ნ გ ი – წოდება, რ-იც ენიჭება დიპლ. თანამდებობის პირებს (საელჩოებისა და სხვა წარმომადგენლობათა დიპლომატიურ პერსონალს, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლ. მუშაკს).
სახელმწიფოთაშორისო პრაქტიკამ შეიმუშავა დიპლ. აგენტთა წოდებების, ანუ რანგების გარკვეული ტაბულა. ამ პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შემოღებულია შემდეგი დიპლ. რანგები:
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (უმაღლესი დიპლ. რანგის კატეგორია); უფროსი მრჩეველი, მრჩეველი, უმცროსი მრჩეველი (უფროსი დიპლ. რანგის კატეგორია); პირველი მდივანი, მეორე მდივანი, მესამე მდივანი, ატაშე (უმცროსი დიპლ. რანგის კატეგორია);
პირველ ორ რანგს (უმაღლეს დიპლ. რანგს) ანიჭებს საქართვ. პრეზიდენტი. საერთაშ. სამართ. მიხედვით, დაწესებულია აგრეთვე დ ი პ ლ ო მ ა - ტ ი უ რ წ ა რ მ ო მ ა დ გ ე ნ ე ლ თ ა კ ლ ა ს ე ბ ი.
ვენის 1961 კონვენციის მიხედვით (მ.14), არსებობს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა მეთაურების 3 კლასი: ელჩებისა და ნუნციუსების, დესპანებისა და ინტერნუნციუსებისა და საქმეთა რწმუნებულების კლასები. პირველი ორი კლასის წარმომადგენლებს გზავნის სახელმწ. მეთაური უცხო სახელმწ. მეთაურთან, ხოლო საქმეთა რწმუნებულს – საგარეო საქმეთა მინისტრი შესაბამის მინისტრთან. კათოლ. სახელმწიფოთა დიპლ. წარმომადგენელი ვატიკანში არის ან ნუნციუსი ან ინტერნუნციუსი.