ბათიაშვილი გურამ აბრამის ძე

ბათიაშვილი გურამ აბრამის ძე (10. I. 1938, სოფ. კულაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი), დრამატურგი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1987). მსოფლიოს ებრ. კონგრესის (1991) და სიონისტური ორგანიზაციის (1993) გამგეობების წევრი.

დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1962). 1965 – 67 მუშაობდა „ლიტერატურულ გაზეთში“, 1984-იდან რედაქტორობს ჟურნ. „თეატრსა და ცხოვრებას“, 1993-იდან გამოსცემს გაზ. „მენორას“. პირველი კრიტ. წერილი გამოაქვეყნა 1962 ჟურნ. „მნათობში“. თანამედროვე ახალგაზრდობის ცხოვრებას მიუძღვნა პირველი პიესა „ძახილი“ (1969 დაიდგა გორისა და ჭიათურის თეატრებში). აღსანიშნავია აგრეთვე დოკუმენტური დრამა „კოტე მარჯანიშვილის ოთხი დღე“ (1972 დაიდგა ბათუმის დრამ. თეატრში), „ლალი, სიყვარული და სხვები“ (1976 დაიდგა მოსკ. ნ. გოგოლის სახ. თეატრში), „ვალი“ (1978 დაიდგა ქუთ. და რუსთავის თეატრებში), „შეთქმულება“ (1832 წელი) (დაიდგა სოხ., ფოთისა და თბილ. თეატრებში), „სოფლის გარდაცვალება“ (1985); ცალკე კრებულებად გამოსცა პიესები „ოთხი დღე“ (1972), „სერობის შემდეგ“ (1975), „ვალი“ (1980), „წერილები შვილებს“ (1988).

თანამედროვე ლიტ-რისა და თეატრის პრობლემებს მიეძღვნა მისი წიგნები „შენაკადები“ (1977), „კვალი“ (1985). ბ-მა თარგმნა ნ. ჰიქმეთის, ა. ნესინის, მ. შატროვის, საბაჰათინ ალის და სხვათა ნაწარმოებები. წიგნისათვის „მზე ღრუბლებში“ მიენიჭა საქართვ. მინისტრთა საბჭოს პრემია (1990).

თხზ.: თუ დაგივიწყო, იერუშალიმ (რომანი), თბ., 1991; შეთქმულება, თბ., 1992; ვარ დარაჯი ჩემი ძმისა, თბ., 1996; სახეები და სიტუაციები (დრამატურგის ჩანაწერები, თბ., 2017; ელიგულა და ხავა, თბ., 2017; საქართველოს ბედისწერა (დოკუ–16.  2007, იქვე) მენტური, ტრილოგია), თბ., 2018.