ბათიაშვილი ირაკლი დიმიტრის ძე [18 (31). X. 1902, თბილისი, – 16. III. 1982, იქვე], ენტომოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1940), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961).
1925 დაამთავრა თსუ-ის აგრონ. ფაკ-ტი. 1931-იდან მუშაობდა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1945-იდან ენტომ. კათედრის გამგე იყო; 1950–58 ინ-ტის პრორექტორი სასწ. ნაწილში.
ბ-მა გამოიკვლია უმთავრესად სუბტროპ. კულტურების და კონტინენტური ხეხილის მავნე ენტომოფაუნა და მისი მთავარი სახეობების ბიოეკოლოგია. თანაავტორია ენტომოლოგიის სახელმძღვანელოსი. ბ. იყო საქართვ. ენტომ. საზ-ბის თავ-რე (1968).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ჩაის, დაფნის, ტუნგისა და ციტრუსოვანი კულტურების მავნებლები, თბ., 1969; Вредители континентальных и субтропических плодовых культур, Тб., 1955.
გ. თოდუა