ბათიაშვილი ოთარ გიორგის ძე (18. X. 1918, თბილისი − 28. IV. 2006, იქვე), ფთიზიატრი. მედ. მეცნ. დოქტორი (1973).
1948 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1950 – 54 იყო სანატორიუმ „ლიბანის“, 1954 – 59 სანატორიუმ „ბორჯომ-ლიკანის“ მთავარი ექიმი, 1959 – 89 ტუბერკულოზის რესპ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი, 1989-იდან მრჩეველი, 1978-იდან რესპ. მთავარი ფთიზიატრი, 1981-იდან ფთიზიატრთა რესპ. სამეცნ. საზ-ბის თავ-რე, 1966-იდან ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშ. ასოციაციის წევრი.
ბ. შეისწავლიდა ტუბერკულოზის პროფილაქტ. და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს და მათ გამოყენებას, კლიმ.-კურორტული მკურნალობის ეფექტურობას ტუბერკულოზით დაავადებულებში, სრულყოფს მეცხოველეებისა და მსხვ. რქ. საქონლის ტუბერკულოზით დაავადების ლიკვიდაციის უახლეს მეთოდებს და სხვ.
თხზ.: Химиопрофилактика туберкулеза, Тб., 1980. ტუბერკულიოზი და მასთან ბრძოლა საქართველოში, თბ., 2002.