ბათმანი

ბათმანი, საწყაო მასის ერთეული ირანში, ოსმალეთში, რუსეთსა და კავკასიაში, მ. შ. საქართველოშიც.

შემოიღო აყ-ყოიუნლუს თურქმანთა ტომების გამგებელმა უზუნ-ჰასანმა (XV ს. II ნახ.). იყენებდნენ აბრეშუმის, მარცვლეულისა და სხვ. ასაწონად და საწყაოდ. XVIII ს. საქართველოში გავრცელებული იყო ირან. ბ. (მასა 3 კგ) და ოსმ. ბ. (საშ. 7,3 კგ). ოსმ. ბ-ს აღმ. საქართველოში თილანის ბ. ან თილანი ეწოდებოდა. XIX ს.

საქართველოში ბ-ის მასა ცვალებადი იყო.

ლიტ.: ჯ ა ფ ა რ ი ძ ე  გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX – XIX სს.), თბ., 1973.

გ. ჯაფარიძე