„ბათუმის გაზეთი“

„ბათუმის გაზეთი“, ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი ეროვნულ-პატრიოტული მიმართულებისა.

გამოდიოდა 1911–14 ბათუმში. სხვადასხვა დროს რედაქტორები იყვნენ ნ. ხომერიკი, ა. ჭელიძე და ლ. გეგენავა.

იბეჭდებოდა მხატრული ლიტ-რა, თარგმანი, სტატიები პოლიტ. და ლიტ. საკითხებზე. დაიხურა ადგილ. ხელისუფლების განკარგულებით.

ი. ლორთქიფანიძე