ბანგურიანი, მთა სვანეთის კავკასიონის სამხრ. განშტოება – გვალდის ქედზე, მდ-ების მესტიაჭალისა და მულხრის წყალგამყოფზე, სიმაღლე 3837 მ.
აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, იშვიათად კირქვებით. ხასიათდება თანამედროვე გამყინვარებით, რელიეფის გლაციალური ფორმებით. კალთებზე სუბალპ. და ალპ. მდელოებია.
მ. უთმელიძე